„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-გამოყენებაში ბრალდებულის შესახებ ასეთი რამ დაწერა:
„შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა „ფეისბუქზე“ იაგო ხვიჩიამ.
მის ამ პოსტს სოციალურ ქსელში მკვეთრად უარყოფით გამოეხმაურება მოჰყვა:
„პედოფილების ხმებზე ნადირობ თუ რა ყ..ე გჭირს?“
„პედოფილიის ქომაგობა გვაკლდა“
„ყველაფერი გასაპროტესტებელი არ არის და ნუ გაქვთ რა ეს სინდრომი, ოღონდ რამე დაწეროთ და მნიშვნელობა არ აქვა რას დაწერ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის პორნოს შეძენა, შენახვა და სარგებლობა სხვა არაფერია თუარა პოტენციური პედოფილი და კარგი რა“
„ძაან გაუტიეთ უკვე.. ამდენი ადამიანი გირჩს რომ რეალურად უსმენს, და ავტორიტეტად მოგიაზრებთ, უნდა დაფიქრდეთ სანამ ასეთ მძ…ბას იტყვით. ყველა ადამიანი ვინც შეიძენს, ან გადმოიწერს, ან თუნდაც 1 საცოდავ ნახვას გაიმეტებს ბავშვების, თუნდაც პატარა თინეიჯერების მონაწილეობით პორნოზე, პირდაპირ ქმნის მოთხოვნას ამ პროდუქტზე, და შესაბამისად სტიმულს აძლევს მომწოდებელს შექმნას დამატებით ასეთი პროდუქტი. ბავშვების პორნოს რომ არ ყავდეს მომხმარებელი, არავინ დაიწყებდა ჩაწერას და გავრცელებას. ყველა საკითხს იმ კუთხით უყურებთ მარტო რაც გაწყობთ. ეგ არის სირაქლემების და სულით პროჭების პოზიცია“
„ყველანაირ საზიზღრობას თქვენ რატომ “აპრავებთ”? აი ამ სტატუსის გამო თქვენც დასაჭერი ხართ“
„არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გადაღება, გავრცელებაც და შენახვაც დანაშაულია და კანონით ისჯება. რად უნდა მაგას კამათი და დისკუსია. კარგი იქნება თუ ბოდიშს მოიხდით და აღიარებ, რომ შეცდი და შეგეშალა“
„იაგო ხოიცი რო @ირობა დაწერე“.
კომენტარები