პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ და თან ,,დაბოლილები” იყვნენ:
“ორივე დაბოლილი იყო დღეს მოსული და უნდოდათ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ ხოლმე, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ ფისტოლეტით დარბოდა, დღეს კი, მეორე სისულელე მოიგონეს. სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასე – ჯერ დაუპატიჟებლები მოვიდნენ, მათ ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ, აქ რატომ მოხვედითთქო. ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა კუკავამ, რომ მიშას თამაშს თამაშობსო და ამის შემდეგ მოუწიათ მათ სხდომის დატოვება”
შეგახსენებთ, რომ დღეს ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კომენტარები