ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, ნ.მ., წერს:
“გამარჯობა მეგობრებო, არვიცი ამ ჯგუფში ჩემნაირი გამწარებული თუ კიდევ ხართ იანდექსით, მაგრამ მათი უსირცხვილობა უკვე ყველანარ ზღვარს სცდება.
ორი კვირის წინ მოხდა ისე, რომ მგზავრობისას თანხა სხვა ბარათზე მქონდა, აპლიკაციამ არც ქეშზე გადაყვანის უფლება მომცა და არც თავისით გადაიყვანა, თანხა გადავურიცხე მძღოლს პირად ანგარიშზე და ვხედავ, რომ ჰოპ და დავალიანება მაქვს აპლიკაციაში. მივწერე საფორთს, რომ ასე და ასე მოხდა და დავალიანება მომიხსენითმეთქი, სქრინიც ჩავუგდე გადარიცხვის. რა თქმა უნდა, უარით გამომისტუმრეს. ეს კიდევ არაფერი, აპლიკაციაში დავალიანებისას გაძლევს ოფშენს, რომ გადაიხდი დავალიანებას თუ ქეშით გამოიძახებ და ამ ჩვენმა სირცხვილიანმა იანდექსმა პირდაპირ, დაუკითხავად ჩამომაჭრა ის თანხა ანგარიშიდან. ისევ მივწერე საფორთს, ავუხსენი, მეთქი დამიბრუნეთ თანხა უკან ტყუილად რატომ მაზარალებთთქო, რეაქცია 0. მერამდენე შემთხვევაა, როცა იანდექსი ტყუილ-უბრალოდ მაჭრის თანხას, დავპირდი, რომ გიჩივლებთთქო, თქვენ რას მირჩევთ, რა მოვიმოქმედო?”
კომენტარები