“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
“იანდექსმა” უარი თქვა პოლიტიკური რუკების გამოყენებაზე, სადაც ქვეყნების და რეგიონების საზღვრებია აღნიშნული. გადავიდა ფიზიკურ-გეოგრაფიკულ რუკაზე. ეს იმიტომ, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს მოაქცევს რუსეთის საზღვრებში, მაშინ მიიღებს ევროპულ სანქციებს, თუ მოაქცევს უკრაინის საზღვრებში, მაშინ პრობლემები შეექმნებათ რუსეთში. ამიტომ მიაგნეს ასეთ ეშმაკურ გამოსავალს. როგორც სჩანს, კარგად აქვთ შესწავლილი სულხან-საბას იგავ-არაკები. ცალთვალა მეფის მხატვრის ხრიკს მიმართეს.
რამდენს და რამდენი წვალება მოუწევთ ამ საწყლებს.”
კომენტარები