იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის შესახებ scmp.com წერს.
კერძოდ, იაპონიის მთავრობამ $2,2 მილიარდის მობილიზების შესახებ განაცხადა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის, რათა დაეხმაროს თავის მწარმოებლებს, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება და რომელთა მიწოდების ქსელები კორონავირუსის გამო შეფერხდა.
კერძოდ, ახალი შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) კომპანიებს ჩინეთიდან იაპონიაში წარმოების გადასატანად მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადასატანად.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, ჩინეთიდან იმპორტი თებერვალში თითქმის განახევრდა და ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დახურული ქარხნები გახდა.
კომენტარები