იაპონიის ხელისუფლებამ სექს-მუშაკებს ფინანსური დახმარება შესთავაზა, რომლებსაც, ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, კორონავირუსის გამო ფინანსური ზარალი მიადგათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად ხელისუფლებამ 108 ტრილიონი იაპონური იენის (989 მილიარდი დოლარი) ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მიიღო. განაცხადის შევსება სექს-მუშაკებსაც შეუძლიათ, თუმცა ამისთვის მათ მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.
„ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ დახმარებას ყველა მიიღებს. ძალიან ბევრი სექს-მუშაკი უმუშევრობის გამო შიმშილით კვდება“, – აცხადებს ერთ-ერთი სექს-მუშაკი. მისი განცხადებით, შემოსავლის დაკარგვას ბევრი სექს-მუშაკი ოფიციალურად ვერ დაადასტურებს, ვინაიდან ანგარიშსწორება ხშირ შემთხვევებში ნაღდი ფულით ხდება.
კომენტარები