იაპონიაში შინტოს ყოველწლიური, ტრადიციული რიტუალი ჩატარდა, რომლის დროსაც, ტრადიციულ შესამოსელში გამოწყობილმა კაცებმა, ყინულიან წყალში, კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად, ილოცეს და იგალობეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პანდემიის გამო, რიტუალში მხოლოდ 12 ადამიანი ჩაერთო. გასულ წელს, მლოცველთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა.
„ვლოცულობდი, რომ კორონავირუსი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“ – თქვა რიტუალის დასრულების შემდეგ მლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.
რიტუალში 9 კაცი და 3 ქალი მონაწილეობდა.
შინტოიზმი, იგივე შინტო (神道 Shintō) უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტი შინტოს ტაძარია. სანამ სულების თაყვანსაცემად ტაძარში შევლენ, მორწმუნეები თითებს ისველებენ და პირს ირეცხავენ. შინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.
კომენტარები