იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, გემზე, რომლის მგზავრების ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. თავდაპირველად, ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ კონგელ მამაკაცს დაუდგინეს.
ათივე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 490 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 24 000-ზე მეტია.
კომენტარები