რუსეის საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიის პრემიერს ბრალს სდებს რუსეთის მიმართ “მიუღებელ რიტორიკასა” და “მუქარაში”, ასევე რუსეთისთვის ზიანის მიყენების განზრახვებში.
ამიტომ მოსკოვმა იაპონიის 62 მოქალაქესა და პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას დაუწესა სანქციები, რომელთა მიხედვითაც მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.
“ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ დაიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაუშვა მიუღებელი რიტორიკა, მათ შორის ცილისწამება და პირდაპირი მუქარა. ამას ემსახურებიან იაპონიის საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლები ჩვენი ქვეყნისადმი დასავლეთის დამოკიდებულების მიმართ სრულად მიკერძებულები არიან. ამ კურსის შესაბამისად, ტოკიო იღებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟისკენ, რუსეთის ეკონომიკისთვისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისკენ”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნახსენები ბრალდებების შესაბამისად, მოსკოვმა იაპონიის 63 მოქალაქეს, პრემიერი კიშიდას ჩათვლით, რუსეთში ჩასვლა აუკრძალა.
კომენტარები