დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ინსტრუქციას ფიზიკური აქტივობისთვის, რომელიც, როგორც სლაიდზევე წერია, აუცილებელია გულისთვის, კუნთებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ევროპაში არაერთი ექიმი საუბრობს უკვე კარგა ხანია, რომ დღის მანძილზე, აუცილებელია სეირნობა ორგანიზმისთვის და მეტიც, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორც არის იტალია, (პანდემიის კუთხით) მოქალაქეებს ურჩევენ, რომ გავიდნენ სუფთა ჰაერზე და დისტანცირებულად, სახლთან ახლო მანძილზე ფეხით იარონ ცოტა ხანი მაინც – რადგან, გარდა ფიზიკური აქტივობისა, აუცილებელია ორგანიზმისთვის მზის სხივი.
ჯერჯერობით, საქართველოში გვირჩევენ რომ სახლიდან ვივარჯიშოთ.
კომენტარები