“გირჩის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტში ნაწილობრივ შედიან, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მან კომენტარი გააკეთა “გირჩის” მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე, რომელთა შორის იარაღის ტარების უფლებაცაა:
“არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია. ვიცი, რომ ეგეთი სურვილი აქვთ. იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა, საუბრის მანერა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. სიტყვაა მისი იარაღი. თუკი აქვს მოსაზრებები, ამ მოსაზრებებს რეალიზაცია უწერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონის სახეს მიიღებს. კანონების შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტია. ერთი ადამიანი ცდილობს, რომ თავად წეროს კანონები, ეს მიხეილ სააკაშვილია და მის კანონებზე უნდა ვიცხოვროთ. კარგი იქნება, თუ მეგრელიშვილი არ ჩათვლის თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად”
შეგახსენებთ, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ იგი სპეციალურად ივლის იარაღით, რათა ხალხს დაანახოს, რომ დეპუტატებს აქვთ იარაღის ტარების უფლება, მოქალაქეებს კი – არა.
კომენტარები