მუქარა იარაღის გამოყენებით, ფიზიკური ძალადობა წყლით სავსე ბოთლით და წამება პოლიციის განყოფილებაში. მარიხუანას კულტივაციის ბრალდებით დაკავებული, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს.
გიორგი სლოევი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სამართალდამცველები საათების განმავლობაში აწამებდნენ და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ.
გიორგი სლოევთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, სერგო კულეში “პირველებთან” ამბობს, რომ მასზე სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში იძალადეს.
ახალგაზრდა ირწმუნება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ტყვიები და ნარკოტიკული საშუალებები აჩვენა და უთხრა, აერჩია, რომელი ჩაედოთ მისთვის.
მისივე თქმით, საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა. მეტიც, კულეშის მონაყოლის თანახმად, დაკითხვისას პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე გადატენა.
მითხრეს, აგერ ჩვენი უფროსი მოვიდაო, ვინც საჭესთან იჯდა, უთხრა რომ – არ ტყდება ეს ნაბო..რი, რის შემდეგაც მანქანის კარებთან მოვიდა, კარი გამოაღო და ბოთლი რამდენჯერმე ჩამარტყა. როცა ვიკითხე, რატომ მირტყამდა – მიპასუხა – რა, გეტკინაო?!
საჭესთან ვინც იჯდა, მან ე.წ. ბარდაჩოკი გამოაღო, ამოიღო ტყვიები. აგერ ამოირჩიე, “გეკოს” ტყვიები, ან ბუშტის მსგავს რაღაცაში იყო ნარკოტიკი და ყუთში ტაბლეტები, მითხრა, ამოირჩიე, რომელი ჩაგიდოო.
დასაკითხ ოთახში როცა შემიყვანეს, ახალგაზრდა პოლიციელი შემოვარდა, იარაღი გადატენა და მითხრა – პირი გააღე შე ნაბო..როო”- აცხადებს “პირველებთან” სერგო კულევი.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები