“ტვ პირველის” ინფორმაციით, გავრცელებული, სკანდალური დოკუმენტების მიხედვით, “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის”, დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს დიმიტრი ქართველიშვილს ეუბნება, რომ იარაღი აქვს და ივერი მელაშვილი შეუძლია კედელთან მიაყენოს.
“მე ტაბელური იარაღი მაქვს, ოთხი მჭიდით და მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში” – აცხადებს გავრცელებული ფაილების თანახმად, ლორთქიფანიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთან საუბრისას.
“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართველიშვილმა აცნობა, რომ მ/წ 30 იანვარს იმყოფებოდა დავით გარეჯის მონასტერში. სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებთან ერთად. დ. ქართველიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (სცანები) ემუქრებიან ი. მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, დ. ლორთქიფანიძემ განაცხადა – არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს, 4 მჭიდით, მზად ვარ, ჩემი ხელისთ მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში”- წერია დოკუმენტებში.
კომენტარები