საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ცოლზე ძალადობას უარყოფს.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების რეჟიმში მეუღლესთან მხოლოდ მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, იარაღი კი შემთხვევით გაუვარდა.
ცინარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „მცირე კონფლიქტი გამოიწვია კარანტინში ყოფნამ და ჩაკეტილ სივრცეში სიტყვიერი უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან“.
მისივე მტკიცებით, იარაღი მის ტელეფონთან ახლოს იდო და შემთხვევით გავარდა.
სასამართლო პროცესზე ცინარიძემ დღეს მის კარიერულ დამსახურებებზეც ისაუბრა, თუმცა მიუხედავად ამისა, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ დავით ცინარიძეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები