დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, განაცხადა:
„ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან. დღეს უნდა იყოს აქ ის ამოცანები, რომლებიც ამ საკითხების გადაწყვეტაშია – როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად იმიტომ, რომ სოფელში ქართველი გლეხის დარჩენა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ვაკეთებთ ყველაფერს, ვისთვის ვაკეთებთ, თუ ხალხი არ გვეყოლება? გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს. წარმოგიდგენიათ? იბადება 45 000 და კვდება 60 000, 100 000 კი მიდის ყოველწლიურად. ეს არის ყველაზე მთავარი.”
კომენტარები