მომღერალი მამუკა ონაშვილი წუხელ ავარიაში მოჰყვა. ნატახტართან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად დაშავდა 3, ხოლო გარდაიცვალა 1 ადამიანი. მომღერლის მდგომარეობა მძიმეა.
„ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ბუთქუჩელა. იბრძოლე სიცოცხლისთვის გთხოვ“, – წერს ირინა ონაშვილი.
„პრაიმტაიმს“ კი კლინიკაში განუცხადეს: „მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“.
კომენტარები