“თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, პასუხობს კითხვას, დღის წესრიგში, პატრიარქის შეცვლის საკითხი თუ დადგება, რას აპირებთ, მიიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას?
პეტრე ცაავა:
ჩემთვის მთავარი არის სულის ცხონება. როგორც არასდროს, ისე ვგრძნობ ბოლო ჟამის არსებობას და მოახლოების საშინელ სამსჯავროს. მთავარი მიზანი ადამიანისა, ქრისტიანისა, სულის გადარჩენაა, სულის გადარჩენისათვის გადავდგი მხოლოდ ეს ნაბიჯები, არ შევეგუე უსამართლობას და სხვა მავანთაგან განსხვავებით, უარი ვთქვი კომფორმიზმზე. სულის გადასარჩენად ვაგრძელებ ცხოვრებას და მოღვაწეობას. გონებაშიც არ დამიშვია მაღალი იერარქია, ისე გავხდი ეპისკოპოსი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, პატრიარქმა დამითანხმა იმით, რომ უფლის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა, სინოდის მიერ არჩეულ ეპისკოპოსს უარი ეთქვა, თუნდაც, მაღალ სასულიერო იერარქიაზე. 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე ამიტომაც დავყევი ღვთის ნებას და დღემდე მივყვები და შევსთხოვ უფალს, რომ არასდროს მომარიდოს ღვთის ნების აღსრულებას. მაგრამ ღვთისგან, თუ რაიმე მისია დამეკისრება, მზად ვარ ღვთის ნების აღსრულებაში მივიღო მონაწილეობა.
კითხვას, სად არის და რას საქმიანობს, იგი ასე პასუხობს:
მეუფე პეტრე ცხოვრობს ბერულად, არის ქალაქგარეთ, ერთ-ერთი ახლობლის მიერ დათმობილ აგარაკზე, რომელსაც შეაფარა თავი. ადიდებს ღმერთს ლოცვით და მარხვით.
კომენტარები