ამ წუთებში სამართალდამცავები დავით გარეჯის საქმეზე მომუშავე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილის სამუშაო ოფისში ჩხრეკას ატარებენ.
ივერი მელაშვილი უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე:
„იდიოტობა არის თავიდან ბოლომდე, ეს არის საქმისადმი აბსოლუტურად დილეტანტური მიდგომა, ვიღაცის ამბიციებს გადაყოლებული მიდგომა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რომ კომისიას არ დაუთმია არაფერი და ვერც დათმობდა. წარმოუდგენელია ასეთი რაღაცა. ამ დილით ჩხრეკა ჩამიტარეს სახლში და ახლა ოფისში ატარებენ“, – ამბობს ივერი მელაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება სწორედ აზერბაიჯანი-სომხეთის ომის ფონზე დაიწყო.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”
კომენტარები