პარალმენტის ყოფილი წევრი, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ზოგიერთი ე.წ. შუაშისტი აღმოჩნდა , რომ შუათითები არიან
გააზრებულ ნაციონალებზე, უფრო ნაცები და სირაქლემები ხართ, ის ხალხი, რომლებიც იძახით, რომ მიუხედავად მისი დანაშაულებებისა – არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი ციხეში იჯდესო…
იძახით, რომ არასდროს ყოფილხართ მისი მხარდამჭერი, მაგრამ აღმოჩნდით ერთი “ადგილის” დამჭერნი …
“ჩვენ ვაპატიეთ შეცდომებიო… “ თქვენ ალბათ დაგავიწყდათ – შვილმოკლული დედები და მამები…
დაობლებული პატარები..
განადგურებული ოჯახები..!!!
შეგნებით ან შეუგნებლად, თქვენ ხართ, ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე, რაც თქვენი საყვარელი პრეზიდენტის დროს და მისი დავალებით ხდებოდა..
თქვენ ხართ, იმ სავარაუდო სცენარის მომწონებლები და მხარდამჭერები, რაც შეიძლება მომხდარიყო საქართველოში, თუ მას ვერ დაიჭერდნენ…
ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ როგორც თქვენი პრეზიდენტი ჭამდა და ეხლაც ჭამს…. ისე თქვენც “მაგრად” ჭამეთ და ცოტა იჩქარეთ თვითლუსტრაცია ..
P.S. დავუშვათ, რომ სხვა გზა არ გაქვთ.. სააკაშვილის დროინდელ, ყველა კომპრომატზე, უფრო მძიმე და უარესი – თქვენი დღევანდელი პოზიციაა!“
კომენტარები