საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. საუბარია 5-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.
“დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5- ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები