დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე იმყოფება:
„დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება რომ არ დაგვჭირდეს, პირველ რიგში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი, რადგან ჩვენ ვდგავართ შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე“
გასვენებში თქვენ დადიხართ, ჩინოვნიკებო, ქეიფებსაც თქვენ სახლების ფანჯრებიდან იღებენ ოპერატორები და რას არ აკეთებს ხალხი? აკონტროლებთ მაღაზიებს, სკოლებს, ბაღებს? აკონტროლებს სახელმწიფო სასტუმროებში გახსნილ რესტორნებს? რა გინდათ, ხალხმა, რომ ქნას? დენდროლოგიური პარკი და ზაფხულში ტურისტული სეზონი თქვენ გახსენით და მერე თქვით, შეგვეშალაო და მაინც რა გინდათ ხალხმა რომ ქნას?
ყოველთვის ხალხი როგორაა დამნაშავე და ყოველთვის თქვენ როგორ ხართ მართლები?
კომენტარები