ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“ჩემი აზრით, იგავაუწერელი გოიმობა იქნება, გაბუტული ცალ-ცალკე დელეგაციების სირბილი. საშინლად უხერხული მგონია, ყველას ცალ-ცალკე რომ უნდა ფხანონ ეგო და უნანავონ ამხელა გასაჭირში მყოფმა უკრაინელებმა.
მემგონი, კინკლაობა ქვეყნის შიგნით უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ – გადასარევად ვერთობით ამით პუბლიკაც (ისე ცხვირი დაგიმშვენდათ, რაც ჩვენ ვერთობით, მაგრამ მაინც), გარეთ კი ახლა სხვა მოცემულობაა და გადამწყვეტი უღელტეხილია, რომლის მერეც ან სინათლეში გავალთ, ან უფსკრული გველის.
მმართველმა გუნდმა რადგან ღეჭა, ღეჭა, ცოხნა აზრი და ძლივს შეძლო გადაელახა “აბა იქ რომ ადეიშვილია” კომპლექსი, მხოლოდ და მხოლოდ პროგრესია ქვეყნისთვის და იქნებ ეს პროგრესი გამოიყენოს ყველამ ამ ისტორიული კულმინაციის მომენტში ქვეყნის ბედის სინათლეში გასაყვანად. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ არცერთს არ ადგას დღეს გამორჩევით დაფნის გვირგვინი და ყოველი მათგანი მხოლოდ ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ახლა არ გადავიჩეხოთ.”
კომენტარები