საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა “სინოფარმის” დამატებითი დოზების შემოტანა იმის გამო, რომ მასზე რეგისტრაცია უკვე იზღუდება.
ტიკარაძის განმარტებით, ხელმისაწვდომია ალტერნატიული, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინები.
“ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით სხვა ალტერნატიული ვაქცინებიც და მნიშვნელოვანია, ყველა ვაქცინის თანაბარი მოხმარება მოხდეს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატება, თუმცა, ამ ეტაპზე, მოქალაქეებს აქვთ ალტერნატიული, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინები, თუნდაც “სინოვაკი” და მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ამ ვაქცინაზე,”-განაცხადა ტიკარაძემ.
თუმცა, ამირან გამყრელიძემ, “ალიას” კითხვის პასუხად, სულ სხვა ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ სინოფარმის 100 ათას დოზას ქვეყანა “წითელი კვრისგან” ელოდება.
კომენტარები