საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი – ტრანზიტზე.
2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის – აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის – თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის – რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის – თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის – ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის – ბელარუსი, 0.5 პროცენტისათვის – ყაზახეთი.
ამავე პერიოდში, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20,0%-ისთვის დანიშნულების ქვეყანა ყაზახეთი იყო, 11,5%-ისთვის სომხეთი, 8,5%-ისთვის – რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4,3%-ისთვის აზერბაიჯანი.
რაც შეეხება ტრანზიტით გატანილ ტვირთს, 2023 წლის მეორე კვარტლისთვის ტრანზიტით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11,3%-ისთვის დანიშნულების ქვეყანა იყო თურქეთი, 7,7%-ისთვის ნიდერლანდები, 6,0%-ისთვის – იტალია, ასევე 6,0%-ისთვის – ჩინეთი.
კომენტარები