სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სტეფანეს ახალ კლიპს ეხმაურება:
„სტეფანემ დაწერა ქართული დონის და თამასისთვის შეუფერებლად არაჩვეულებრივი სიმღერა, ძალიან კარგი და ღრმა კონცეფტის კლიპით, რომელიც საკმაოდ კარგად გადმოსცემს თავის სათქმელს ქართული ბუნების შესახებ და ხაზს უსვამს ტრანსფორმაციის საჭიროებას ჩვენს ჩაცემენტებულ, საბჭოურობით გაზეპირებულ ქცევებში, სადაც ყველაფერი ინერციულად ხდება.
ეს მდარე, ერთმანეთზე მოლაზღანდარავე და ერთმანეთის მაგინებელი, ბრბო გამოდიხართ და ”იიი პი@@ასტი, იიი პატარძალი რას გავს, იიი ელექტრო სიგარეტს ეწევა” და მსგავსი სისულელეებით ატარტარებთ ენას. აი როგორი მდარეები ხართ, მართლაც რომ ფანოღის და ფაშვის ხეთქვის ხალხი, კუჭის მონა, უაზრო ბიო მასა. ყოვლად უგემოვნო, მდარე ბრბო, რომელსაც არც ცოდნა და არც ინტელექტი არ გააჩნია. არ გააჩნია და არც ცდილობს, რომ რამე უფრო მეტი ჰქონდეს.
ეს მდარე მასა ყველაფერს გაზიზღებს, მოტივაციას გიკარგავს და ურთულესია, რომ უბრალოდ მჭიდროდ არ გამოიხურო კარი და სამუდამოდ არ აქციო ზურგი ამ ზეპირ მოცემულობებს, რომელსაც ხშირად თაობათა ცვლაც ვერ შველის.“
კომენტარები