მწერალი და რეჟისორი „საბას“ მფლობელი, ბესო სოლომანაშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და წერს:
„იკრძალება პარაპლანით დაშვება, რადგან სამაშველო მომსახურება მაშველებისთვისაც კი სახიფათოა და ხელს ვერ ვუწყობთ მათ საქმიანობას..
იკრძალება დაბადების დღეები და საერთოდ დაბადება, რადგან ვხოცავთ ერთმანეთს.
იკრძალება ცოლ-ქმრობა, რადგან ქმრები ცოლებს ხოცავენ, განსაკუთრებით – გაშორება.
იკრძალება სექსი, რადგან პედოფილები გვყავს.
იკრძალება განათლება, რადგან მამაოებს არ აწყობთ.
იკრძალება ხელოვნება.
იკრძალება შრომა.
იკრძალებააააა…
იკრძალება საქართველო, რადგან…“
კომენტარები