სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე წერს:
“რისთვის ჩავიდა ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო აფხაზეთში და რა ჩანაფიქრი აქვს პუტინს ?!!
საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ყოველმხრივ დაგმო , მაგრამ ეს ვიზიტი სხვა პროგნოზების გაკეთების საფუძველს იძლევა!
მიუხედავად პუტინის თხოვნისა ალექსანდრე ლუკაშენკოს არასდროს არ უღიარებია აფხაზეთი. ამჟამინდელი ვიზიტისას, აფახაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ბევრჯერ ეცად აღიარების საკითხი წამოეწია, მაგრამ ლუკაშენკომ ამას თავი აარიდა. ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ „მხარს ვუჭერთ აფხაზეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ საქართველოსთან ერთად მშვიდობიანი გარემო შევქმნათ, ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარება ყველაფერს დაალაგებს“!
ლუკაშენკოს მსგავსი განცხადება, სახვა მიზანზე გვაფიქრებინებს.
სავარაუდოდ პუტინს უნდოდა ,განაწყენებული აფხაზების მიმართ ყურადღების გამოჩენა. ლუკაშენკო აფხაზებს დაარწმუნებდა იმაში , რომ მობილიზაცია მათ არ შეეხებათ და რუსეთი მათ არ მიატოვებს.
ასევე იკვეთება ლუკაშენკოს გარკვეული მცდელობა, აფხაზების საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის დალაგებისა. პუტინს ესმის, რომ საქართველოს ლოიალობა რუსეთის მიმართ უსაზღვრო ვერ იქნებ და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მხრივ ნაბიჯები თუ არ გადმოდგა, რუსეთს სამხრეთ კორიდორიც მალე ჩაეკეტება. ასეთივე ბედი ელის ბელორუსსაც!
ცოტახანში გამოიკვეთება, რა არის პუტინისა და ლუკაშენკოს რეალური ჩანაფიქრი!”
კომენტარები