აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
საქართველს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
ოფიციალურ დელეგაციაში, პრემიერ-მინისტრთან, ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
კომენტარები