თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.. არსებული ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს ვიცე-მერის ცხედარი, საცხოვრებელ სახლში ცოლმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მერიის მაღალჩინოსანს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები