საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 1%-ს ილია მეორის, სალომე ზურაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის სახელი არ სმენია, 2%-ს კი – ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი ღარიბაშვილის.
გამოკითხვისას დასახელებული 23 საჯარო ფიგურიდან ყველაზე მეტს, 26%-ს, დეპუტატ ხათუნა სამნიძის სახელი არ სმენია, მას 11%-ით მოსდევს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ანა დოლიძის სახელი მოსახლეობის 10%-ს არ სმენია, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის – 7%-ს, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასი და დეპუტატ ხატია დეკანოიძის – 6-6%-ს. ალეკო ელისაშვილის – 5%-ს, დავით უსუფაშვილის და ელენე ხოშტარიასი 4-4%-ს, ირაკლი კობახიძის, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის – 3-3%-ს.
კომენტარები