ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla–ს ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, უცნაურია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ელექტრომობილებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეთრ სახლში არ დაპატიჟა. ამის შესახებ მასკმა “Twitter-ზე” დაწერა.
“დიახ, უცნაურად ჩანს, რომ Tesla მიწვეული არ იყო”, – წერს მასკი ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად.
ხუთშაბათს თეთრ სახლში ელექტრომობილებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმათა, რომლის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და Ford-ისა და General Motors-ის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს.
კომენტარები