SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა XPrize-ის წარმომადგენელთან ერთად, $100 მილიონი საპრიზო ფონდის მქონე კონკურსი გამოაცხადა.
ინფორმაციას entrepreneur-ი ავრცელებს.
კონკურსი გლობალური კლიმატის ცვლილებას შეეხება. მისი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისეთი ნოვატორების მოზიდვაა, რომლებსაც ატმოსფეროსა და ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოდევნის და მისი გარდაქმნის ფართომასშტაბიან პროექტებზე მუშაობის სურვილი აქვთ.
კონკურსი 4 წლიანია. პირველ ეტაპზე აპლიკანტმა გუნდებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ და დაასაბუთონ რომ მათ წელიწადში, ატმოსფეროდან და ოკეანეებიდან 1000 ტონა ნახშირორჟანგის გამოდევნა და მისი უსაფრთხოდ შენახვა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე განიხილება ის, თუ რამდენად ქმედითუნარიანია პროექტი და შეძლებს თუ არა იგი წლიურად მილიონ ტონა „სათბურ აირთან“ გამკლავებას.
კონკურსის პირველ წელს ჟიურის წევრები 15 საუკეთესო აპლიკანტს გამოავლენენ, რომლებსაც ერთი მილიონი დოლარი გადაეცემათ. 4 წლის შემდეგ კი კომისის ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც 50 მილიონ დოლარს მიიღებს.
ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ადასტურებს, რომ მისმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა, რის შედეგადაც ცხოველს ვიდეოთამაშების თამაში მხოლოდ გონების ძალის გამოყენებით შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც.
მისი თქმით, 9 წლის მაკაკა, სახელად პაჯერი ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს და ამით ძალიან ბედნიერია. ამის დასამტკიცებლად Neuralink-მა ვიდეოც გაავრცელა, თუმცა კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ილონ მასკის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ უკვე ორ მაიმუნს შეეძლება მხოლოდ გონების ძალით ეთამაშონ ერთმანეთს.
ილონ მასკს სურს იმ ადამიანებს, ვისაც თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმის გამო გარკვეული უნარები აქვთ დაკარგული, დაბრუნებაში დაეხმაროს. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სმარტფონების გამოყენებას გონების ძალის დახმარებით შეძლებენ.
კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე უკვე მეექვსე წელია მუშაობს.
კომენტარები