Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა სურს. მასკის თქმით, ის მზად არის Twitter-ის თითოეულ აქციაში $54.20 გადაიხადოს, შესაბამისად სოციალური პლატფორმის სრულად შეძენა $43.4 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
მასკის თქმით, შეთავაზების წარუმატებლობის შემთხვევაში ის მის მფლობელობაში უკვე არსებულ აქციების გაყიდვაზე დაფიქრდება.
“ეს მუქარა არაა, ეს უბრალოდ არ არის კარგი ინვესტიცია, საჭირო ცვლილებების გატარების გარეშე”. – ამბობს მასკი.
5 აპრილს Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.
მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ “სერიოზულად ფიქრობდა” ახალი სოციალური პლატფორმის შექმნას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა Twitter-ის ერთგულებას სიტყვის თავისუფლების მიმართ. მან, ასევე, საკუთარ გამომწერებს ჰკითხა, სურთ თუ არა რედაქტირების ფუნქცია სოციალური მედიის პლატფორმაზე მუშაობისას. რასაც მოჰყვა აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის პასუხი – “ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია. ყურადღებით მიეცით ხმა”.
მასკი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი თანხმდებიან ე.წ. Web3-ზე – ინტერნეტის დეცენტრალიზებულ ვერსიაზე. დორსმა, რომელიც ფლობდა აქციათა 2%-ზე მეტს, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ წლის ნოემბერში დატოვა.
“მასკის რეალური ინვესტიცია მისი სიმდიდრის ძალიან მცირე პროცენტია და კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა გამორიცხული არ არის” – წერს ანალიტიკოსი, ანჯელო ზინო
კომენტარები