არასამთავრობო ორგანიზაციის, “ემიგრანტების იმედი” დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„ილოცეთ გული არ გაუსკდეს ფრენის დროს… მისი რეისი უკვე აფრინდა და მონატრებული შვილი გულში მაგრად უნდა ჩაიკრას…. 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე, რომელიც იტალიაში სამუშაოდ წლების განმავლობაში იმყოფებოდა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს ჩამოფრინდება.
გარდაცვლილ მედდას დედა ემიგრანტი ჰყოლია…. კითხულობს თურმე “დამიბრუნეთო ჩემი შვილიო”
როგორ სიამოვნებით გაგიცვლიდიო ადგილსო ჩემოო ! შენ უნდა სთხოვდე ღმერთს შეგვინდეო ცოდვები. მზე დაგიბნელდაო.
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი და ორი შვილის დედა ოჯახს… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… როგორ ენატრებოდი ემიგრანტ დედას.
დღეს მთელი ემიგრანტები და საქართველო გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის მეგის ოჯახის ჭირისუფალია“
კომენტარები