საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება მზად არის გასაყიდად.
ანუ ქვეყნის დაქცევის გეგმა, რასაც “თავისუფალი ბაზრის” ეკონომიკა ჰქვია და რაც ბენდუქიძემ დაიწყო, წარმატებით გრძელდება! რა თქმა უნდა ილუზია იმისა, რომ ღარიბაშვილი რამეს შეცვლიდა და ღიად დაუპირისპირდებოდა მსოფლიო მაფიას არ მქონია, მაგრამ ასე უცებ და ასეთ მასშტაბსაც არ ველოდი…ქოც–ნაცებს ერთი ბატონი ჰყავთ და მათ ხელში საქართველოს წარმატება გამორიცხულია! მათი ორივეს გეგმა მომსახურე სახელმწიფოა და არა მწარმოებელი (სინგაპურიზაცია), რა თქმა უნდა ერი–სახელმწიფოს გარეშე!“„
კომენტარები