სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია:
,,ბევრი არც არაფერი!
ერთი რიგითი რეზერვისტი ვიყავი, რომელსაც ახალგაზრდული სისხლი უჩქეფდა ძარღვებში და საკუთარი სამშობლოს დასაცავად იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო!
ის დღეები ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო! ეს ადუღებული სისხლი მეყინებოდა, როცა ვხედავდი რომ მხოლოდ რაოდენებით გვჯობნიდა მტერი! თითქოს იმ 4 დღეში დავკაცდი ერთი პატარა ბიჭი! თითქოს ყველაფერი ვნახე იმ დღეებში, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მენახა! ადამიანურ გულისწყვეტებზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ეგ მაშიჯვე, გორში დავმარხე საკუთარ გულში!
ბევრი არც არაფერი!
16 წელი გავიდა და როგორ სხვანაირად ჩანს დღეს ეს ყველაფერი ამ გადმოსახედიდან! გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ძვირფასი ის წამია, როცა დედაჩემი მეზობელთან გადავიდა, ჩემი წასასვლელი ფული ისესხა, მომცა და დამემშვიდობა სიტყვებით: პირობა მომეცი, რომ დაბრუნდები!
ბევრი არც არაფერი გამიკეთებია იქ! იქ ნამდვილი გმირები იბრძოდნენ, ბევრი შეეწირა ამ ომს, ბევრიც გადარჩა! მერე ჩვენმა სახელმწიფომ სულ რაღაც 4 წელიწადში ამ გმირების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გააქცია, ზოგიც ციხეებში გამოკეტა, ზოგი კიდევ აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა! იმ ომის უმაღლესი მთავარსარდალი კი დღესაც უსამართლოდ ციხეშია გამოკეტილი!
ბევრი არც არაფერი!
მე და ჩემი მეგობრები გადავრჩით და ვაგრძელებთ ცხოვრებას!
16 წელი გავიდა! ჰოდა დღესაც ვიბრძვით! ვიბრძვით უირაღოდ! მტერი იგივეა, მაგრამ უფრო სასტიკი! მტერმა შიგნითაც გაიჩინა მოკავშირეები და ახლა უფრო სასტიკი და დაუნდობელია ეს ომი! როგორ შეიძლება რამე მოგენატროს, მაგრამ საშინლად მენატრება იმ დღეების ქართული ერთიანობა, რომელიც 16 წელია ვეღარ შევძელით! ?
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი! აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და ზუსტად მშვიდობით და უსისხლოდ დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე! ✊?????
ბევრი არც არაფერი!
იმ დღეებიდან მხოლოდ ეს მოწმობა დამრჩა, 100 ლარიანი პენსია და მეტროთი უფასო მგზავრობის ვაუჩერი!
07-08-2008! 16 წელი ომიდან! და მაინც, ჩვენ აუცილწბლად მოვიგებთ ომს! ✊?✊?????“
კომენტარები