ფოტო – ტვ პირველი
დანიის 21 წლის მოქალაქე ფიქრობს, რომ ის მოწამლეს. დაზარალებული „პირველებთან“ ამბობს:
“21 რიცხვში ბარში ვიყავი, დავლიე, ამ დროს ერთ-ერთი მამაკაცი გამეცნო, გამომელაპარაკა და სმა გავაგრძელე. იმის შემდეგვ არაფერი მახსოვს, მხოლოდ მეორე დღეს მახსოვს, რომ მასთან გავიღვიძე. მქონდა საშინელი რეაქცია, გამოვიძახე პოლიცია. ვფიქრობ, რომ მომწამლა, რადგან იმ ღამის არაფერი მახსოვს. პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ვიკითხებოდი. მოძალადე ჩემს გვერდით ოთახში იჯდა. მათ ექსპერტიზა ვერ ჩამიტარეს, რადგან სამხარაულის ექსპერტიზა ისვენებდა, მხოლოდ ახლა ჩამიტარდა შესაბამისი პროცედურები, მაშინ, როცა სამი დღეა გასული და კვალი ალბათ არც კი მეტყობა. პოლიციის დამოკიდებულებით ვგრძნობ, რომ არ აინტერესებთ საქმის გამოძიება, რადგან მათ მოძალადე იმ საღამოსვე გაათვისუფლეს”
იგი მამაკაცს 200 ევროს მოპარვასაც ედავება.
კომენტარები