შალვა ნათელაშვილმა ხარება ზაჰესში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიულოცა და ხელისუფლებისგან, კვლავ ყველა ოჯახზე ათას ლარიანი დახმარების გაცემა მოითხოვა:
“საქართველო, ამ ეპიდემიამდეც გამორჩეული იყო ჩვილ ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობით. დღეს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. კარანტინში გამოკეტილი მშობლები ვეღარ ახერხებენ შვილებისთვის საარსებო სივრცის შენარჩუნებას. დაბეჯითებით ვუმეორებ მილიარდელთა მთავრობას! სასწრაფოდ გაეცით 1000 ლარიანი დახმარება ყველა ოჯახზე! ეს სჭირდება დღეს ჩვენ ხალხს, ჩვენს შვილებს, მომავალს, გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა – იურიდიული, პოლიტიკური და ზნეობრივი თქვენ დაგეკისრებათ, ისედაც იმ უამრავ ცოდვებთან ერთად, რაც ჩადენილი გაქვთ. ახლა გახდა ცნობილი, რომ ესპანეთის მთავრობამ ყოველ ოჯახზე დააწესა თვეში 1000 ევრო და ეს ეპიდემიის მერეც გაგრძელდება.
ასე ხდება მთელ ცივილიზირებულ მსოფლიოში, იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს შიმშილის პრობლემა, უმუშევრობა, სუღატაკე, ჩვილების მაღალი სიკვდილიანობა და დღეს, როცა ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, ქვეყნის მეთაურად გვყავს კაცი, რომელიც უფასო ფულს დაპირდა ხალხს და და ამის სანაცვლოდ მხოლოდ თავისთვის მილიარდები დააგროვა, იმ კაცს ვეუბნებით, გამოყოს უმცირესი რაოდენობა, რომ გადარჩეს მისგან მოტყუებული ხალხი.”
კომენტარები