გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს პარტიაში და პარტიის ლიდერებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მას ინფორმაცია წერილობით მიაწოდეს და ფურცელზე ყველა იმ ოპერატიული ავტომობილის ნომერი იყო ჩამოთვლილი, რომელიც მას დაყვებიან.
“დარწმუნებული ვარ, მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი, მესმის რომ ვიღაცამ ეს შეიძლება ისე დაწეროს, მაგრამ ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს პარტიაში და პარტიის ლიდერებს. მათ შორის ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გუნდშია. ჩვეულებრივად, მანქანის ოპერატიული ნომრებია. სუს-ი საკუთარ უფლებამოვალეობას არ ასრულებს და დასდევს ოპოზიციის ლიდერებს. ყველაფერი ეს არის ზუსტად იმ შიშის შედეგი რაც აქვს “ქართულ ოცნებას”
კომენტარები