პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს, 9 აპრილს, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, როგორც ხელისუფლებაში, ასევე იმ მომიტინგეებში, ვინც დღეს იკრიბება, სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეურ მტრებს ვუყურებთ, ვუყურებთ ხალხს, ვინც მათ ესროდა და ამხობდა…
მაგრამ მთავარია, რომ ზვიადის და მერაბის იდეა არ დაკარგულა და მისი გამტარებლები ხალხშია.
სწორედ ამიტომ, ბრძოლა გრძელდება!
ბრძოლას ხალხი გააგრძელებს, სრულ დამოუკიდებლობამდე,
მერაბის და ზვიადის ნანატრ თავისუფლებამდე, რადგან ჩვენი ერთობის სწორედაც რომ მტერს ეშინია.
რადგან, როგორც ზვიადი იტყოდა,
„ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას.“
კომენტარები