ჟურნალისტი, ირინე არდაშელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვისთვის უბრალო, ვისთვის სახალისო, ცოტა სასაცილოც, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი დატვირთვის მქონე ფოტო…
იმ ოთხს შორის, თავისუფლად შეიძლებოდა ერთი ვყოფილიყავი მე, უბრალოდ მე გამიმართლა…
სხვებსაც გაუმართლათ თავის დროზე, ხვალაც გაუმართლებს კიდევ ვიღაცას და ვიღაცას არ გაუმართლებს ისევ…
სათქმელი რომ დაულეველი გაქვს და სიტყვებს რომ თავს მაინც ვერ უყრი, ის განცდაა.
ჩვეულებრივ ამბად ქცეული, მწარე რეალობა…
ბევრმა მკითხა, რატომ ჩავიდნენ წყალშიო, მიზეზი უამრავია.
ბევრს ვერც წარმოუდგენია თავისფლად რომ შედის აფთიაქში, გალელს რომ მდინარის გადმოცურვა უწევს წამლის საყიდლად…
მე მშობლები მენატრებოდა… დღესაც მენატრება, უბრალოდ მეშინია ენგურის!…”
კომენტარები