241
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მასსა და “ქართული ოცნების” წევრ ირაკლი ზარქუას შორის 2020 წელს თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“დღევანდელ პროცესზე ექვსი გამომძიებელი გამოიკითხა, რომელთაგან 5-მა მოყვა, რომ თავს დამესხნენ.”
“ეს პროცესი მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან სასამართლოს და კანონის სახელით. ყოველ მეორე დღეს ხაბეიშვილი უნდა ატარონ სასამართლოში, თითქოს ჩემზე მეტი კრიმინალი ქვეყანაში არავინ არ არის. დარწმუნებული ვარ იმ ფაქტის, რომ ზარქუას ნეკნები ჩავუმტვრიე და თავ-პირი დავალეწე, საზოგადოებაში არავის არ სჯერა. ეს სასამართლო ცირკი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, მაგრამ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და გადაწყვეტილებაც ასეთი იქნება”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, იმ ფაქტის, რომ ირაკლი ზარქუას “ნეკნები ჩაუმტვრია და თავ-პირი დაალეწა საზოგადოებაში არავის არ სჯერა, თუმცა ეს “სასამართლო ცირკი” გაგრძელდება და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება დადგება.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები