სოფიო ჩიკვილაძე:
“საქართველოში ცხოვრება რომ უსაფრთხო არაა !!!! ამას როდის ვაღიარებთ ???
მთელი ღამე ხომ გავათენეთ …ტელევიზიებს ეძინათ, შინაგამ საქმეთა სამინისტრომ ,ხომ საერთოდ განცხადებაც კი ძლივს გააკეთა. იმ ქალს, რომ არ დაედო სტატუსი გვიშველეთო … ჩვეულებრივად ჭურში ვისხდებოდით …
5 ადამიანი გარდაცვლილი და 5 დაჭრილი … საშინელი ღამე …
ყოფილი სამხედრო _ ფსქიოლოგიური პრობლემებით. (ნუ შვილს, რომ მძევლად აიყვან)
ამის მერე გამოვლენ და იარაღის ტარების უფლება მოგვეცითო … საერთოდ ჯობია აიკრძალოს და ყველა ყოფილი სამხედრო გადამოწმონ …”
შეგახსენებთ, საგარეჯოდან პირველი ცნობა გაავრცელა ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა, რომელიც წერდა:
“წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად. მოკლულია 1 პოლიციელი. 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ, ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის. პროგნოზის გაკეთება ძნელია.”
კომენტარები