„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„პროკურატურამ მოიფიქრა რაღაც, თურმე მათთვის ახალი იყო ის, რაზეც დაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სინამდვილეში ყველაფერი ცნობილი და ხელის გულზეა უკვე 3 წელიწადია. ეს საქმე თავისი აბსურდულობით, ალბათ, სახელმძღვანელოებში უნდა იყოს შეტანილი, თუ როგორ შეიძლება გააყალბო საქმე და ბრალდება, როგორ შეიძლება ადამიანები სდევნო პოლიტიკური დავალებით, ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიიღეს რუსეთის არმიის შემოჭრის გამო. ჩვენ შემთხვევაში იმ სესხის გამო, რომელზეც გვედავებიან, დავკარგეთ ქონების დიდი ნაწილი ამიტომ საქმე თავის შინაარსით მართლაც გამორჩეულია აბსურდულობით, უსინდისობით. კიდევ ერთი სხდომის ჩატარება მოგვიწევს. პროკურატურის ეს მოთხოვნა არის მართლაც გაუგებარი, მე არ ვიცი რა არის ამის უკან. ის რაზეც ისაუბრეს ადვოკატებმა არის ცნობილი, მათ შორის, პროკურატურისთვის“
კომენტარები