ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე:
“ამ ნაძირალა გოგოს, გაუგებარი წარსულით, ცხოვრების წესით – გადაეცით რადგან მე დავბლოკავ – თუ ჰგონია ამ სიბინძურეს ისვრის და არ ვუპასუხებ.
2017 წელს როდესაც შიდა ამბები იყო ისევ, მაშინ ეგ მხარე ავრცელებდა გოროზიამ ბინა უყიდა წითლიძეს თბილისში. მაშინ სხვა სასტავი ცდილობდა პარტიის დანგრევას და ვერ ქნეს.
მაგის შემდეგ აგერ გავიდა 5 წელი, თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობ და საკუთარი ხელფასიდან ვიხდი ბინის ქირას – პარლამენტის მიერ დაფინანსებაზე რომელიც კანონით მეკუთვნის უარი ვთქვი – შეგიძლიათ გამოითხოვოთ და ნახოთ.
იპოთეკას ბინაზე ვერ ვაკეთებ რადგან სესხი მაქვს პარტიის 2017 წელს აღებული, პარტიის ვალების გასასტუმრებად.
სხვათაშორის იმ სესხს ვიხდი რომელიც მელიას თავმჯდომარეობის დროს ზუგდიდში არჩვენებზე დაგვრჩა / იმიტომ რომ უბრალოდ ადგა და დაიკიდა.
ამ ნაძირალა გოგოს რომელსაც არ მორალი აქვს, არც სინდისი – სულ ასეთი იყო ასეთ დავალებებს ასრულებდა – გადაეცით რომ ყველა დასცინის ისინიც ვინც ახლა ამ სისულელეს აწერინებს.”
კომენტარები