ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
,,ახლა ყოველგვარი ღლიცინის გარეშე და მთელი სერიოზულობით. დღევანდელმა დღემ აჩვენა რომ, ჩვენ არა მარტო დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს. არამედ ეს ხალხი ყოველგვარი ნამუსის და სირცხვილის გრძნობისგან არის დაცლილი (ნამუსგარეცხილიო ასე ეძახდა ბებია მსგავს არსებებს). რა სამართლიანი განჩინება უნდა გამოიტანოს ადამიანმა, რომელიც ფეხებზე იკიდებს მორალს, სირცხვილის დერეფანს, თავში კვერცხის სროლას. “მკვლელის” ძახილს, ასფალტზე ფორთხვას და მაინც შედის რაღაც “კორპორატიულზე” რომ ჩათქვლიფოს, გაერთოს და არანაირი ღირსება არ აწუხებს?
ალბათ თავს მოვიკლავდი ასეთი რომ ვინმემ მაკადროს. ჩემი ღირსება არ მომცემს სხვაგვარად მოქცევის ნებას.
მართლა ეგეთი თანამდებობაც წყალს წაუღია, ფულიც და პრივილეგიებიც..
იმ ცხრა წელმა და ახლანდელმა თორმეტმა ახალი ჯიში გამოიყვანა “ყველაფერზე ხელის მომწერი” და ჩვენ რა ვქნათ ჩვეეეენ ჰაა?”
კომენტარები