თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, დავით ნანობაშვილი.
ოპოზიციაზეც ვიტყვი, კი, ბატონო, მთვარობა შეცდომას უშვებს და ოპოზიცია გამოდის და საუბრობს მთვარობის შეცდომებზე, მაგრამ დალოცვილებო, საარჩევნო კამპანია ისე კი არ უნდა ჩაატარო, რომ აი, მე მომეცი ხმა, იძახო. იარე ქუჩა-ქუჩა და ადამიანი რომ შეგხვდება პირბადის გარეშე, აუხსენი რატომ უნდა ეკეთოს პირბადე, აცრილი არ არის და ვაქცინაზე უარს იძახის? – აუხსენი, რატომ უნდა აიცრას. პარტიებს ჩვენ, ბიუჯეტიდან ვუხდით ასობით ათას ლარს და იმის ნაცვლად, რომ საქმე გააკეთონ, დადიან და გვეუბნებიან, მე მომეცით ხმა – აი, რატომ უნდა მოგცე ხმა? ვიცი, რომ კულუმბეგოვი დადის რაიონებში და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. კულუმბეგოვმა პაციენტები უნდა მიიღოს, ის რომ დადის ქალაქ-ქალაქ ამასობაში პაციენტები ზარალდებიან, ის ცნობილი და კარგი ალერგოლოგ-იმუნოლოგია, იმან პაციენტები უნდა მიიღოს. აკეთებს იმას, რაც პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. რას მიკეთებენ პოლიტიკოსები? ნანახი მაქვს, რომ არაფერს აკეთებენ. ახალგაზრდებმა მიამბეს, სოფლებში, მოხუცების უმეტესობას აცრაზე რომ ვკითხეთ, ისიც არ იციან, სად უნდა აიცრან, მათთან არავინ მისულაო. რაც მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა, იმდენი ასაკოვანი ადამიანი გადაიყვანეს ამცრელ ცენტრამდე, მაგრამ რამდენს გაწვდებიან? რა იცის 83 წლის გლეხმა, რა ვაქცინაა და სად? მიდის დილით ვენახში და ყანაში, ბრუნდება საღამოს და იძინებს. ამათ მარტო ხმები უნდათ, ხალხთან ყოფნა კი არ უნდათ. მე რის გამო მლანღა ოპოზიციამ? გახსოვთ, ქართული პირბადეები რომ შემოვიდა, მაშინ, ნიკა გვარამიამ ამ პირბადეს უწოდა ჩა…ვი. მე ვთქვი, გვარამია რომ მოვიდეს ჩემთან სამკურნალოდ, არ ვუმკურნალებ-თქო და დამესივნენ სოციალურ ქსელში, მათ შორის იყო, ნიკა მელიაც და მე რომ მწყევლეს და მაგინეს, არა უშავს, მაგრამ ჩემ პატარა შვილებს აგინეს… მე ქართველმა, დავიცავი ქართული პირბადე და ამის გამო ვიყავი საგინებელი? იმასაც ვერ მიხვდნენ, რატომ ვთქვი, გვარამიას არ ვუმკურნალებ-თქო, არა ვარ, ბატონო მე ფსიქიატრი, არა და ვერ ვუმკურნალებ!
კომენტარები