საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“იმათთვის ვინც იძახის რომ სააკაშვილი ეკლესიებს “ანგრევდა”!
ილია მეორე: არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს უდიდესი ღვაწლი. ჩვენ მადლობელი ვართ მისი ღვაწლით – თქვა მან მიხეილ სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა 600-ზე მეტ ეკლესიას, ხოლო აშენდა 100-ზე მეტი ახალი ეკლესია.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა ბაგრატის ტაძარს, ქუთაისში.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაფინანსდა საქართველოს საპატრიარქოს საგნმანათლებლო ცენტრის, უნივერსიტეტის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, რამაც მაღალმთიან მხარეში განათების დონის ამაღლებას შეუწყო ხელი.
მიხეილ სააკაშვილის გადაწვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს დაენიშნა ყოველწლიური კომპენსაცია 25 მილიონი ლარის ოდენობით, წარსულში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. ამას გარდა ფინანსდებოდა საქართველოს საპატრიარქოს მიერ ინიცირებული პროექტები.
აი ეს არის რეალობა!
მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი დიდი ღირსება არის ადამიანისთვის, ფასდაუდებელია მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე!
კომენტარები