თბილისის მერმა კახა კალაძემ უმცროსი შვილი ნიკოლა კერძო სასწავლო დაწესებულებაში, კავკასიის ფრანგულ სკოლაში შეიყვანა. ,,ნიკოლას პირველი დღე სკოლაში” – ასეთი წარწერით აქვეყნებს ვიდეოს კალაძე ტიკ-ტოკზე. საერთოდაც, კალაძის მსგავსად, ,,ოცნების” მაღალჩინოსნების თითქმის სრულ უმრავლესობას შვილები არა საჯარო, არამედ კერძო სკოლებში დაყავთ და ათასობით ლარს იხდიან სწავლის გადასახადში. ამ ჟესტით, თავისთავად, უნდობლობას უცხადებენ საჯარო სკოლებს.
ჟურნალისტი ვახო სანაია ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,საქართველოში იმავე დღეს მოსახსნელია პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც შვილს კერძო სკოლაში შეიყვანს და არა საჯაროში.
კერძო სკოლა გსურს ? გადადექი მაღალი თანამდებობიდან, გადმოინაცვლე სამუშაოდ კერძო სექტორში, გამოიმუშავე ფული და, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგიძლია კერძო სასწავლო დაწესებულების არჩევა. როგორც ჩვენა გვაქვს ამის უფლება, ისე გექნება შენც. რამდენს იხდით სკოლაში, ეს კი არაა მთავარი, შეიძლება, თქვენი (კორუფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლების წევრის) ოფიციალური, ფურცელზე არსებული ხელფასიც ეყოს არაერთ კერძო სკოლას, ბევრს დაჰყავს, უფრო დაბალშემოსავლიან ოჯახებსაც. მთავარი სხვა რამეა – მაღალი თანამდებობის პირებს ფეხებზე რომ გკიდიათ საჯარო სკოლები, არ ენდობით და თქვენს მოვალეობას არ ასრულებთ.
თან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა გინდა, თან ხალხი ატყუო, როგორ ააღორძინა შენმა მთავრობამ განათლების სისტემა და თან შვილები მაინც კერძო სკოლაში შეიყვანო, უსამართლობა და თავხედობაა.
ეს ზუსტად ისაა, როგორც ქვეყანას ექცევიან : ევროპა და ამერიკა მხოლოდ გართობისთვის, სახლების შესაძენად და ოჯახის წევრებისთვის უნდათ, სხვების შვილებისთვის – რუსეთი და უუფლებობა.
როგორ წარმოუდგენიათ – ღარიბი ოჯახების უთანაბრო მოცემულობაში გაზრდილმა შვილებმა, რომლებმაც ვერც ნორმალური განათლება მიიღეს და სასტარტო პირობები სხვაზე განუზომლად უსამართლო ჰქონდათ, ვერაფერს უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ მომავალში ამ კორუმპირებული თავხედების ოჯახებს ემსახურონ გროშებად ?!”
კომენტარები