მსახიობი და ტელეწამყვანი გოგოლა კალანდაძე ჟურნალ „გზასთან“ ამბობს:
„ცხოვრება მართლა ძალიან გაჭირდა! თითქოს ჭაობში ვართ ჩაფლული და ამ ჭაობიდან ვეღარ ამოვდივართ. ადამიანი ერთ დღეს იძინებს და მეორე დღეს სულ სხვა ქვეყანაში იღვიძებს, სადაც ფასებიც კი შეცვლილია.
სამწუხაროდ, ხელფასებს არ ზრდიან, ყველაფერი ძვირდება და ამ სიტუაციაში ქვეყანა უკვე გაჭირვების ზღვარზეა. შოუბიზნესზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რადგან ის აღარ არსებობს. ხალხი გაღატაკებულია და შიმშილის ზღვარზეა მისული. თითქოს ჩემს ცხოვრებას სულ სხვა აზრი ჰქონდა, კონცერტები იმართებოდა და საქართველოში სულ სხვა გარემო იყო. ქუჩაში რომ გავდიოდი, თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. მე ძალიან მიყვარს საღამოობით სეირნობა, მაგრამ ახლა იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, რომ ქუჩაში გასვლასაც ვერიდები, დაუცველობის შეგრძნება მაქვს, რადგან არ ვიცი, ხვალ რა იქნება… ალბათ, ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ მთავრობის წევრების მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამიტომაც ვერ თმობენ თავიანთ სკამებს, რომელიც მათი ძალაუფლებისა და ბედნიერების გარანტიაა…“
კომენტარები